Litclub.ge

ხომ არ არიან ბასკები ატლანტიდელი “იბერები?”

გაზ. “კომუნისტის” 1975 წლის 12 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულმა . მენდელეევის სტატიამიბერიული ტაბულის საიდუმლოებამკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ვიცით, მეცნიერთა ერთი ნაწილი ბასკებს იბერიული (კავკასიური) წარმომავლობის ხალხად მიიჩნევს.

როდის გაჩნდნენ იბერები კავკასიაში?

სამეცნიერო ტრადიცია ქართველებს აკუთვნებს ხეთურ-იბერიულ წარმომავლობას. ეს ტომები კი საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში. იმ დროისათვის მათი ჩამოყალიბება უკვე დასრულებული იყო.

როდის დაიწყო ეს პროცესი?

ხეთების გამოჩენას საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანული წელთაღრიცხვის დაწყებამდე 14- საუკუნეს მიაწერენ, რასაც უკავშირებენ რკინის საიდუმლოების გაგებისათვის ბრძოლას. მაშინ საქართველოს სამხრეთ საზღვარზე ცხოვრობდა კიზვადანის ტომი, რომელიც ფლობდა რკინის იაფად დამუშავების წესს (ვიდრე ეგვიპტელები). შესაძლოა, ეს საიდუმლოება მათთვის წაერთმიათ ხეთებს, ამ უკანასკნელთაგან კი შემდეგში იბერებსაც გადაეღოთ” (ალ. კიკნაძე, იბერიის ლეგენდა, თბ; 1972, გვ. 188). 

ზემოთ მოყვანილი ცნობა ემთხვევა ბასკების (იბერების) საქართველოდან წასვლის ცნობას, რომელსაც . ხვედელიძის მიერ გაშიფრული იბერიის ტაბულის ტექსტი იძლევა. ამ ტექსტს თუ ვერწმუნებით, შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი: ხომ არ არიან ბასკები ატლანტიდელიიბერები?”

ატლანტიდის გეოგრაფიული არისა და დაღუპვის თარიღის გარკვევასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა.

1975 წლის 13 დეკემბრის გაზეთკომუნისტშიგამოქვეყნებულ წერილშიწყალქვეშა ოდისევსისიმედებივკითხულობთ: “ჟაკ ივ კუსტო, რომელსაც ხშირადწყალქვეშა ოდისევსსუწოდებენ, ახალ ექსპედიციაში მიემგზავრება. ამჯერადსაბერძნეთის კუნძულ სანტორინის რაიონში ლეგენდარული ატლანტიდის საძებნელად. სანტორინის კუნძული ათენისგან სამხრეთ-დასავლეთით 225 კმ დაშორებით მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ იგი დაახლოებით 4.000 წლის წინათ წარმოიშვა აქ მომხდარი გრანდიოზული მიწისძვრის შედეგად, რომელმაც წერტილი დაუსვა მინოსის აყვავებულ ცივილიზაციას.”

აქედან გამომდინარეობს ვარაუდი, რომ ატლანტიდა ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობდა და იგი დაიღუპა დაახლოებით 4.000 წლის წინათ.

ხომ შეიძლება, რომ ატლანტიდის მკვიდრთა გარკვეული ნაწილი გადარჩენილიყო, თუნდაც ატლანტიდელიიბერები,” და მოხვედრილიყო იმდროინდელი კავკასიის მთიანეთში? მაგრამ აქაც ირღვევა მათი მყუდროება. გადის ატლანტიდის დაღუპვიდან დაახლოებით 500 წელიწადი და მსგავსი მოვლენა აქაც მეორდება. შეშინებული ხალხი კი, რომელსაც უთუოდ ემახსოვრებოდა 500 წლის წინანდელი ისტორია მათი სამშობლოს (ატლანტიდის) დაღუპვისა, აქედანაც გარბის, ახლა უკვემზის კვალდაკვალდა პირენეებში ნახულობს ძველი სამშობლოს მსგავს ახალ საცხოვრებელს.

ამ აზრს ამტკიცებს . ხვედელიძის მიერ გაშიფრული იბერიული ტაბულის ტექსტი, რომელშიც ნათქვამია: “4.000 წელს (ჩვენი წელთაღრიცხვის მიხედვით 3.479 წლის წინათ, . . ატლანტიდის სავარაუდო დაღუპვიდან დაახ. 521 წლის შემდეგ) მიწა უეცრად გუგუნით იძრა. ბრძენმა რიომ მოაგონა ხალხს, რომ ერთხელ ასეთი რამ უკვე ყოფილა და მაშინ იბერთა ქვეყანა უფსკრულში  შთანთქმულა. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა ამ მხარის დატოვება და მზის კვალდაკვალ წასვლა.”

და, აი, გარკვეული ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრებულიიბერებისაგაჰყვა ბრძენკაცს და პირენეებში დაიდო სამუდამო ბინა. გარკვეული ნაწილი კი, რომელმაც ვერ მოასწრო გაქცევა, შესაძლოა, გახდა ზოგიერთი ქართველური ტომის წინაპარი.

ტაბულის ტექსტის შინაარსი დაახლოებით ემთხვევა წარსულ საუკუნეში იმ ოსტატ ილოს შესახებ ჩაწერილი ლეგენდის შინაარსს, რომელიც მოწისძვრით შეშინებულ ხალხს დასავლეთისაკენ გაუძღვა.

მსგავსი ლეგენდები მიწის, ცეცხლის, წყლის სტიქიათა ბრძოლის შესახებ, ჩაწერილი ყოფილა ბასკეთშიც.

ამავე აზრისაა ფრანგი ენათმეცნიერი მეიე, რომელიც წერს: “ ბასკების იყვნენ თურმე ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიის უძველესი მცხოვრებნი, რომელნიც იყვნენ ნათესავნი მაღალმთიანი კავკასიის ზოგიერთი ტომებისამათი ენა კი ისე რთულია, რომ აქამდე არ არის შესწავლილი მთლიანად.

იქნებ დაკარგული ატლანტიდიდან არიან მოსულები?”

ქართველიიბერებისბასკეთისკენ წასვლა შეიძლება დავუკავშიროთ ხეთებისა და იბერების გამოჩენას საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. . . მე-14 -ში. ქართველი იბერების გარკვეული ნაწილი ხომ სწორედ ამ დროს წასულა დასავლეთისაკენ. . ხვედელიძის მიერ გაშიფრული იბერიული ტაბულა ამაზე მიგვანიშნებს.

თუ რამდენად სწორია . ხვედელიძის მიერ მოძებნილი ტაბულის შიფრი, ამაზე 1976 წლის 19 მარტის გაზ. “თბილისშიდაიბეჭდა პროფესორების . წერეთლის და . გუდავას სტატია: “მითია თუ სინამდვილე?” სტატიის ავტორებს ეს გაშიფრვა საეჭვოდ მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ იგი . ხვედელიძიის ფანტაზიის ნაყოფია.

შესაძლოა, ეს გაშიფრვა სავსებით სწორი არ იყოს, მაგრამ არც ასე ხელაღებით შეიძლება მისი უარყოფა (ამ საკითხს ესპანური, ამერიკული და ფრანგული პრესა დადებითად გამოხმაურა).

სტატიის ავტორებს გაშიფრვის ამოსავალ წერტილად მეგრული ენა მიაჩნიათ და ამბობენ, რომ იმ დროს მეგრული ენა არ არსებობდაო. უნდა შევნიშნოთ, რომ თუ მეგრული ენა უძველესი არ არის, ლაზები (ჭანები) ხომ უძველესი ხალხია და მათი ენაც ასევე ძველია, მეგრულსა და ლაზურ ენებს შორის კი არსებითი განსხვავება არ არის. . ხვედელიძესაც ხომ მარტო მეგრული ენა არ აქვს გამოყენებული, არამედ იბერიულ-კავკასიური ენები, რომელთა დიალექტებშიც უთუოდ შემორჩენილია ბევრი ძველი სიტყვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ . ხვედელიძის მიერ მოძებნილი შიფრისა და მორენოს შიფრის რვა ასო ერთმანეთს დაემთხვა.

არც ბასკებსა და ქართველებს შორის ნათესაური კავშირის კატეგორიული უარყოფა შეიძლება, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს.

ამ საკითხებით დღეს ბევრი მეცნიერია დაინტერესებული.

ვნახოთ, რას გვიჩვენებს კვლევა-ძიება...

 

ჟურნ. “ახალგაზრდა ჟურნალისტი,”

# 15, 1977.