Litclub.ge

***ზემო იმერეთში მოგზაურობა რეზო ჭეიშვილის "ნივით"
ამ მთასა და იმ მთას შუა
თითქოს უფალს გაუვლია,
წალკოტს იქით წალკოტია
გაღმა ხარაგოულია.
მართლა უცხო სამზეროა,
ტყემლის ბევრი ფთილებია.
იმერეთი გვეტკინა და
თვალში წამოგვკივლებია.
ისე მკაცრი სიცხადეა,
ისე სუფთა ნათელია,
ვფიქრობ, ღრუბლის თეთრი არვე
ქართლზეც გადამადენია...
გეუბნები _ სამოთხეა,
მეუბნები _ ედემია,
ხედებია იმოდენა,
თვალში ვეღარ ეტევიან.
ისე თოთო აპრილია,
საბნად ნისლი აფარია,
გეუბნები _ სიზმარია,
მეუბნები _ ზღაპარია.
ამ მთასა და იმ მთას შუა
თითქოს უფალს გაუვლია,
წალკოტს იქით წალკოტია
გაღმა ხარაგოულია.