Litclub.ge

***ყველაფერი ისევ კარგად იქნება
ყველაფერი ისევ კარგად იქნება
_ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება.
მოგონებას ვიცი ვერსად წაუხვალ
და აპრილი იაპრილებს დღეს თუ ხვალ...
უფრო მეტი ცეცხლი მოაქვს სიშორეს,
სევდა, სევდა, სევდა ვერ მოვიშორე.
ყველაფერი ისევ კარგად იქნება
_ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება...