Litclub.ge

* * * "ცა ჩამოიხა"
ცა ჩამოიხა,
მზე დაეშვა აეროპლანით.

ყველა ვგროვდებით მზის ასაფრენ ვიწრო ბილიკთან,
ხელში აპრილით და ერთი ყლუპი,
სუნთქვად სამყოფი,
ჩაგუბებული ღიმილით.

ავარიული დაშვებაა.
დაგროვდით...