Litclub.ge

ხიდი
ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის,
ხიდი ხიდია, ბოლოს და ბოლოს
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლო.
თუ ფეხი შედგი _ გადი ბოლომდე,
თუ გიყვარს, უნდა ეყმო ბოლომდე,
და თუ გძულს, უნდა გძულდეს ბოლომდე,
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია _
კაცის ან ღმერთის!