Litclub.ge

ლექსი
ავდრებით სნეულს, გადარეულს
მაცოცხლებს ფრაზა
და ჩემი ფიქრიც უმიზეზოდ ლექსად დავხიე,
გადავიარე პეპლად ქცევის ოთხივე ფაზა,
ღამე-გრძელი და შიშიანი აქ გავათიე.
სიკვდილი უკვე აღარ მზარავს,
მხოლოდ მაშინებს,
სამოთხის ბაღში აბუზულა ბიჭო-გოგია...
მე ამ სიცოცხლეს ვერ გავუგე რაღაც თავშივე,
ალბათ, სიკვდილიც არ დამიწყებს დემაგოგიას!
`მოძველებული~ ლექსის ფორმა
ისე მაგიჟებს,
როგორც ღვინო და სანატრელი `მარადი ქმარი~,
`...და ალიონზე თეთრ დუქანთან~ ტანიტ ტაბიძეს
არღნის ტირილში გადაჰყრია ლამაზი ქალი.
სტრიქონში სევდა მეპარება...
და ელამ თვალებს
მჭლე ფემინისტი დედაბერი სანამ ჩამიკრავს,
მე გადავუხდი პოეზიას ლექსების ვალებს
და სიყვარულში გავუტყდები სიტყვას თავიდან!