Litclub.ge

შენი ერთგულებისთვის დავიბადე
შენი ერთგულებისთვის დავიბადე _
უშენოდ ამაოდ დავიხარჯე.
შენი სიზმრების მებაღედ დავიბადე _
ჩუმ-ჩუმი ტკივილებით დავიქარგე.
შენი მსაპინძლობისთვის დავიბადე _
უსტუმროდ, მარტოსულად დავიკარგე.
მსხმოიარობის მსუყე მტევნიდან
სულ მარცვალ-მარცვალ განვიძარცვე.