Litclub.ge

შროშასთან
ლიხს იქით რაკი დაადგი ფეხი,
საიმერეთოს კარი იღება.
გზად თიხის ჯამებს შროშელი გლეხი
შემოგაგებებს წითელ ნიყვებად.
თიხის ქოთნები, თიხის სურები,
ყელშეღერილი თიხის ჭინჭილა...
და ძირულაში ჩაიწურები
ბროწეულების წითელ სიცილად.