Litclub.ge

* * * "ცა იყო იის თვალივით ლურჯი"
ცა იყო იის თვალივით ლურჯი,
მე მივდიოდი მაჩაბლის ქუჩით,
მე მივდიოდი მაჩაბლის ქუჩით,
ვხვდებოდი ყველას ბედნიერ მზერით,
ცა იყო იის თვალივით ლურჯი,
იისფერი და ზღვის ზვირთის ფერი.
თვითეულ გამვლელს პოეტად ვთვლიდი
და ცამეტ ნომერს ვეძებდი რიდით,
მე ცამეტ ნომერს ვეძებდი რიდით,
თვალთ ვაცეცებდი აივნებს შორის,
თვითეულ გამვლელს პოეტად ვთვლიდი,
და შევყურებდი ცახცახით, თრთოლვით,
მაჩაბლის ქუჩა, მწერალთა სახლი...