Litclub.ge

* * * "შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო"
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...