Litclub.ge

...გაჰქრა კვალი!
გაჰქრა კვალი! ბნელა, ცივა... მოკვდა მზე!

გულში გასწყდა რაღაც... მტკივა!.. მოკვდა მზე! 

შავი ნისლი ჰბურავს არეს, მიწის მკერდს.



სევდის ფიქრი სულზე მცვივა... მოკვდა მზე!

ვინ ხარ, რა ხარ? სად ხარ?.. გახსენ კრიჭა, სთქვი!

ბნელში ჩემი ხმა ვერ მოვა: მოკვდა მზე!



მოდი ჩემთან, ერთად მოვკვდეთ!.. არსით ხმა!..

ისევ მარტო... მცივა... მტკივა... მოკვდა მზე!