Litclub.ge

ცა მოიწმინდა

ცა მოიწმინდა,

მთამ ლამაზი

მზე ამოანთო,

სიტყვა მომინდა

და თავაზით

დღე რომ მოირთო,

ვთქვი: დღე კი არა,

ღმერთი მოვიდა.

 

1990