Litclub.ge

ციდან ჩამოვა...

ციდან ჩამოვა, 
უსათუოდ ჩამოვა ვიღაც,
ის თავის მიწას ჩამოიტანს
ხორცისფერ თიხას;
თავისი ხელით გამოძერწავს
ნაღდ ადამიანს
და თავის ცისფერ გაღიმებით
გზაზე გაიარს.




1991