Litclub.ge

ბ ა ყ ა ყ ი
ერთხელბაყაყი ტბის პირად
იჯდადა მზეზეთბებოდა; 
უეცრადირემს შეჰხედა, 
რომელიც მისკენ მორბოდა, 
და ჰკითხა: «რა ამბავია, 
ძმობილო, სადიყავიო?».. 
_ «მონადირენი მომდევენ, 
მსურსდავაღწიოთავიო», 
15უთხრა ირემმადა ტყისკენ
გაჰქანდა გამალებული; 
ბაყაყიც მაშინვე ტბაში
გადეშვა, შეშინებული, 
და მორთო მაღლა ყიყინი: 
«ვაი ნადირთა ბრალიო, 
ერთს წუთსაც არგვასვენებენ; 
სადარის სამართალიო?» 
_ «ხა, ხა, ხა, ხა, ხა!.. ნუთუ შენც
ნადირადმოგაქვსთავიო? 
შენგან აბა ვისრა უნდა: 
ხორცი, ქონი, თუ ტყავიო?» 
დასძახა ხიდან კაჭკაჭმა: 
«გაჩუმდი, რა გაყვირებსო? 
ბაყაყს ვინ გამოგიდგება? 
ირემს მოსდევენ, ირემსო!...» 
1908 წ.