Litclub.ge

ძმა
"აფხაზებს აქვთ ერთი ჩვეულება, რაც სხვაგან არ მოიპოვება:
მიცვალებულებს არ მარხავენ, ხეზე ჰკიდებენ..."
/არქანჯელო ლამბერტი/


ჩემი ძმა მოკლეს,
ოთხმოცდათორმეტის ოქტომბერში
მოკლეს გაგრასთან.
მისი ქვეყანა – აფხაზეთი –
გამოხრულ ხეზე ჩამოკიდეს
ვაზის ლერწებით,
ცხენს ჯერ კიდევ არბენინებენ...
არ უყვარდაო!..
თავს ერჩია ცხენიც, მოყვასიც!..
ჩემი ძმა მოკლეს,
ოთხმოცდაცამეტის სექტემბერში
მოკლეს სოხუმთან, –
დიოსკურების იფიცებდა მზეს
და იმიტომ!..
სად კასტორი და პოლიდევკე,
ან თუნდაც ლედა...
შვილს გლოვობს ქართლი
და ქართლის დედა!..