Litclub.ge

სათამაშო
გ.-ს

ვიღაზე ვწერო?..
შენ წახვედი,
ყველა წავიდა...
დავრჩი მარტოკა...
გდია დივანზე
ხის წავი და
ბამბის მარტორქა.
რა მოხდა მერე,
თუ ბავშვობას
წლები გვაშორებს?!.
ვგავართ მე და შენ
ერთმანეთს და...
სათამაშოებს.