Litclub.ge

ჩიტები
ორი გულყვითელა ჩიტი,
ტოტზე შემოჯდა და წივის,
ზეცას ფერი ადევს მიტკლის, –
ცივა...
ერთად გავუმკლავდეთ ზამთარს,
მოდი, შემეყუჟე ფრთის ქვეშ,
შენ რომ გამეყინო სადმე,
გული გამისკდება იქვე.