Litclub.ge

ზამთრის საღამო
ქამრა გლოვით ცა დაჰფარა, 
თოვლის ბუქით ჰაერს ავსებს, 
ხან ღრიალებს მხეცის გვარად, 
ხან კი ტირის ბავშვის ხმაზე, 
ხან კი სახლის თავზე ომობს, 
სახურავზე ჩალას არხევს, 
ხან ვით მგზავრი უთვისტომო, 
ჩვენს ფანჯარას მოაძახებს. 

ღარიბული ჩვენი ქოხი 
მწუხარებას ვეღარ ასცდა, 
ჩემო ძიძა, ჩუმი ოხვრით
რას აკეთებ ფანჯარასთან? 

დაღლილობა ქარმა გარგო, 
ეგრე მისთვის გაინაზე, 
თუ ჩასთვილმე, ჩემო კარგო, 
თითისტარის ნანინაზე. 

შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსი 
მეგობარი ბავშვობიდან? 
ჩავკლათ დარდი, მომე თასი, 
გაგიხარო გული მინდა. 

მიმღერე, თუ ჩიტმა როგორ, 
ზღვების იქით დასდო ბინა; 
როგორ მოხდა, დილით გოგომ 
წყაროსთან რომ მიირბინა. 

ქარმა ქროლვით ცა დაჰფარა, 
თოვლის ბუქით ჰაერს ავსებს, 
ხან ღრიალებს მხეცის გვარად, 
ხან კი სტირის ბავშვის ხმაზე. 

შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსი
მეგობარი ბავშვობიდან? 
ჩავკლათ დარდი, მომე თასი, 
გაგიხარო გული მინდა. 

1825