Litclub.ge

ნერეიდა
მწვანე ტალღებში, ხმაურით რომ ეხლება თავრიდს, 
გამთენიისას ნერეიდას მოვკარი თვალი. 
ოდნავი სუნთქვით მყუდროებას არც კი ვარღვევდი, 
ვუცქერდი, როგორ ნებივრობდა თითქმის ქალღმერთი, 
გედივით გულმკერდს ზღვის ტალღებზე ამღელვარებდა 
და თმებისაგან ქაფს წურავდა უცხო ღვარებად 

1820