Litclub.ge

პოეტი
სანამ არ იხმობს წმინდა ზვარაკად 
თვით აპოლონი პოეტს სრულიად, 
ის სულმდაბალი, რჩეულს არა ჰგავს, 
ფუქსავატ ხალხში ჩაძირულია. 
სდუმს მისი ჰანგი ღვთაებრივ სწორი,
სულში სიცივე ჩაუთესია, 
და ქვეყნის მცირე შობილთა შორის 
იქნებ ყველაზე უმცირესია. 
მაგრამ რა წამსაც ღვთიური ხმებით 
მახვილი სმენა შეიგარსება, 
პოეტის სული გაშლილი ფრთებით 
გაღვიძებულ ორბს დაემსგავსება. 
იღლება იგი ქვეყნის გმინვაში, 
ადამიანთა ხმას ერიდება, 
და ხალხის მაღალ კერპის წინაშე 
ქედს არ მოიხრის ურჩი დიდება. 
გარბის ველური, გამკაცრებული, 
და ღელვით სავსე მღერა სწყურია, 
სადაც დგას ფართო ხეთა კრებული, 
ანდა ზვირთები უდაბურია. 

1827