Litclub.ge

მიდიხარ შენთვის...

ნოემბერია, სიცივეა , გაკლია რაღაც
ვერ ხვდები რა და მოგონების ძაფებს მიყვები.
გაკლია სოფლის სურათები, გაკლია ბესა-
პატარა ძაღლი , მომღიმარი შენი ბიჭები.
დილით ადგომა უთენია , ნოემბრის თვეში
სუსხი და პაპის დანთებული ღუმელის სითბო
ბებიის კოცნა , დამალული ჩურჩხელის ძებნა
თუმცა შენთვის რა დამალულის? ეს "ვითომ.ვითომ".
სირბილი მთაში, სეირნობა ხანდახან ცხენით
და ღამით კითხვა "კუნძულის " ან "გრანტის შვილების".
ამაზე ახლაც  გახსენდება ბებიის მოთქმა :
"
ბე  თვალებს  იტკენ და იცოდე გადავირევი".
ნოემბერია, სოფლის სახლიც მარტოა ახლა,
სასაფლაოზე დაუდია მტკაველი თოვლი
მიდიხარ შენთვის, მიდიხარ და გაკლია რაღაც
რაღაც ძალიან შენებური, ძალიან შორი.
მიდიხარ შენთვის...