Litclub.ge

ნეტავი სულის პეპელა . .
ნეტავი სულის პეპელა
ჩემს კარზე ჩამოივლიდეს,
ღვთის საიდუმლოს მეტყოდეს
მემრე სულ ჩემთან ივლიდეს,
თავის ჭრელ ფრთებზე შემსვამდეს
ქვეყანას შემაივლიდეს,
მემრე თუ მოსწყინდებოდა
ცის კიდეს გადაივლიდეს.