Litclub.ge

ხის სახლი
მე ვბრუნდები ჩემს ბავშვობაში,
ხის სახლში,
რომლის სახურავიდანაც მუდამ წვეთავდა სიმშვიდე...
მე ვბრუნდები და ვიჩოქებ
ტოტებშემომტვრეულ ხესთან,
რომელიც ისეთივე ხმელი და გაძარცვულია,
როგორც ის დღეები,
ჩვენი ერთად ყოფნა რომ ერქვა...
ჰო...
მე ვბრუნდები ჩემი ბავშვობის
სიმშვიდის სუნიან ხის სახლში...
შენ?