Litclub.ge

მე ისე მტკივა შენი ტკივილი
მგლოვიარეა ამინდი 
ჩემსავით, 
მტკივნეული და ცრემლიანი… 
ფანჯრებზე წვიმა აბლაბუდას ქსოვს 
და გზას მიკეტავს, შენთან მოსასვლელს. 
მოდი, 
ეგება გაათბოს გული შენმა ხელისგულმა 
და ტკივილები ქარს გავატანოთ 
უკან არდასაბრუნებლად. 
მგლოვიარეა ამინდი 
ჩემსავით,
მტკივა შენი ტკივილი, 
გეძახი. 
მინდა, მოგეფერო 
და ტუჩებით ამოვაშრო ღამე 
შენი თვალებიდან.