Litclub.ge

* * * "გარეთ ცივა"
გარეთ ცივა.
ფიქრია სიცივეში.
მინდა მოგენატრო
უბრალოდ, სულ უბრალოდ
და მომწერო: მ ო მ ე ნ ა ტ რე.
მერე რა, რომ ოცნებები ხშირად არ სრულდება.
მაინც ვინატრებ.
მერე რა, რომ ფიქრი ცხრაკლიტულში ჩაკეტე, ჯინივით ჩაამწყვდიე ბოთლში და გადამალე და გეშინია მასთან შეხების, რადგან ფიქრობ, რომ კარს გაუღებ.
გეშინია,
რადგან არ იცი, რა მოხდება კარის გაღების შემდეგ.
უბრალოდ მომენატრე და დამღალა დუმილმა,
გააღე კარი.
მე ხომ არასოდეს ვკეტავ ჩემი გულის სარკმელს,
რადგან გელოდები,
მგონია, რომ მოხვალ
ისე, როგორც მაშინ...
და ხელისგულებს გამითბობ ჩუმი ბედნიერებით.