Litclub.ge

ერთი ძველი ლექსი
სარკმელში მოჩანს (შენ კი ამ დროს ძილი გერევა) 
მოძრავი, ციცინათელების მრვალწერტილი. 
წმინდა მუსიკის, დამძიმებულ, ხილვად ბგერებად, 
წაბლის ფოთლებზე იკენკები, წვიმის წვეთივით. 

აღებ ფანჯარას, რომ სიგრილემ გამოგაფხიზლოს, 
თანაც ისე წვიმს, ისე ნაზად, შენ რომ გიხდება 
დაგენანება, სველ რაფაზე ოდნავ დახრილს რომ 
ეს ღამეც, ერთი რიგითივით დათარიღდება. 

აქაფდა წვიმა, სურნელოვან წაბლის ტოტებზე, 
ხარ სულიერად განბანილი, წვიმების შხაპით. 
მეც ჩემებურად, სიმარტოვე გავაპროტესტე 
და ამიტომაც ამ უბრალო სტრიქონებს ვჩხაპნი. 

გაგიკვირდება (კომშის ხეზე, ბეღურებს აწვიმთ) 
წვიმაში ციცინათელა რომ ჩაგიფრენს, თვალწინ.