Litclub.ge

მე და ფანტელები
შენი თვალებით სულში მათოვს თეთრი ფანტელი,
სპეტაკი თოვლი და ოცნება კიდევ რამდენი.
ხელებს ვშლი, თითქოს მსურს დავიჭირო
ქათქათა თოვლის ფიფქი ამდენი,
შენ აქ ხარ სადღაც, დაგეძებთ თრთოლვით
მე და ლამაზი თეთრი ფანტელი.