Litclub.ge

გაზაფხულია
გაზაფხულია. ჩვენს სულებში ჩადგა აისი,
ზამთარმა ფრთხილად, ნელა-ნელა დაკეცა ფრთები
და აგუგუნდნენ ღრმა ძილისგან თავისუფალი
ბერიკაცივით ჭაღარა და ამაყი მთები.
გაზაფხულია, და ოცნებამ იწყო ფრთხიალი,
ლამაზ ღიმილად გაიშალა ტუჩზე კვირტები,
აფეთქებული, მოცახცახე ნუშებში მდგარი -
ო, გაზაფხულო, არასოდეს დამავიწყდები.
და მეც ვიქნები გაზაფხული მოხეტიალე,
წყარო ანკარა, მოლივლივე, ტირიფის ძირში, 
აფეთქებული, მოცახცახე ნუშებში მდგარი
მიმოზასავით გადავაბნევ სილაღის ღიმილს.