Litclub.ge

ისევ დედაჩემს
მიწაშემხმარი, ჩაგიღრმავდა კანის ხნულები
ღვივდება, მუჭის სიბნელეში თესლი ჯადვარის.
აგიყვავდება დედაჩემო ხელისგულები,
კანის შიგნიდან ანათებ და: მათ კი ჩათვალეს,
ამ სინათლისგან გაჩენილი, ვავსებ უკუნეთს.
დახვალ, მგონია, შენ კი არა, არე ირხევა,
ხოლო სუსტ მხრებზე, დროის სივცე გაწევს იმხელა,
მიკვირს, მიწამდე თავდახრილი როგორ უყურებ
თვალებში ღმერთებს.