Litclub.ge

წერილი მესამე
ჩემი შეპირებიდან დიდი დრო გასულა, მე კი ღამეს დაძმობილებული შენზე ფიქრებს ლექსებად ვკინძავ და თაროზე ვაწყობ,  საოცარი ადამიანი ხარ, ე-ლენ. შენ ჩემში იმედის და სიყვარულის სხივი შემოიტანე, ჩემი მარტოობის ოთახი ლამაზი ფერებით აავსე და ცხოვრება სულ სხვანაირი სახით დამანახე, ელენ...მინდა არასოდეს წახვიდე ჩემგან...