Litclub.ge

წერილი მეოთხე
მე ყოველდღიურად გწერ და მერე იმ ფურცლებს ვხევ, მერე ფანჯარას ვაღებ და ქარს ვატან...
ვიცი, ძნელია ჩემნაირი კაცის სიყვარული, ე-ლენ!
მე ხომ საკუთარი თავისაც აღარ მჯერა...
ეს შენ მეუბნები, რომ საოცრად კარგი ვარ...ალბათ იმიტომ რომ გიყვარვარ,
და რომ იცოდე თუ რა საშინელი ადამიანი ვარ, ნეტავი ისევ თუ გეყვარებოდი?