Litclub.ge

ფიროსმანი
თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან,
ქართული ჩოხით...ძველი ხალათით...
ის დადიოდა, როგორც ლეგენდა,
ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...

საით წავიდა არავინ იცის,
მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი,
მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი,
გაოცებული ფიროსმანივით...