Litclub.ge

ჩვენ - ,,ცისფერი ყანწები"
მარად ლექსები. პოეზია. გადაქანება. 
საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ, 
ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანება 
და ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ. 

სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები, 
ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს 
და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს, 
ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.

ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ, 
ჩვენი დარტყმული ამ ქვეყანას დარჩება ლარი, 
თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ 
და ჩვენს ძეგლებზე აინთება ლოცვის ოლარი.