Litclub.ge

მკითხავი ქალი

მკითხავმა ქალმა შემოაღო ფრთხილად ჭიშკარი,
ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი.
ჩემს მორჩილებას, დაუფლებას ისე იჩქარის,
თითქოს საშველად მოსულიყოს ეს დალოცვილი.
ჩამიძვრა სულში, გადამიხსნა გულის კარები,
თვალს თვალში მიყრის, გამაშიშვლა, ვერ ვემალები.
შოლტივით მხვდება ყველა სიტყვა, მისი ნათქვამი,
სულ ამერია ერთმანეთში ჭორიც, მართალიც.
ძველ სიყვარულზე ჩამომიგდო სიტყვა არაკად,
თითონ ატირდა, კარტი ისე ალაპარაკდა,
რაღაცას იძენ, ამ დღეებში, რაღაცას კარგავ,
ზუსტად გეტყოდი, მაგრამ კარტში არ ჩანსო კარგად.
შემოგჩენია ეშმაკი და შენზე მწყრალია,
სულმოუთქმელად მისწვდა ჭიქას, წყალი დალია.
ეშმამ გაგწირა, უფსკრულთან ხარ, ცივი ქარია
და გადაგარჩენს ღვთისმშობელი, დედა მარიამ.