Litclub.ge

ერთხელ სიკვდილი
ჩემ სასთუმალთან კემსავ იმედებს,
ვარაუდების ვრჩები იმედად,
გამამხნევებელ სიტყვებს იმეტებ,
მავანმა ესეც ვერ გაიმეტა.
მაინც გეტყობა შიში გამხელის,
ეძებ მიზეზებს დარდიმანდობის,
გიშრის თვალებში გიდგას ნაღველი
ფიქრის, რომელსაც ვერ გამანდობდი...
გულს არ გავიტეხ მუზების მეხრე,
ვარ მინდობილი ღამეს მთვარიანს,
მე მიწერია სიკვდილი ერთხელ,
ერთხელ სიკვდილი ასატანია!