Litclub.ge

*** "საკინძე შეგხსნიათ ვერხვებს და..."
საკინძე შეხსნიათ ვერხვებს და...
ეღვრებათ ცვარ-ნამი დილის ცის,
თვალს ხუჭავ, თითქოსდა ვერ ხედავ,
რად ტირის ტირიფი, ვინ იცის?..
ქარმა ტყეს გახადა სამოსი,
და ნისლი მოჰხვია ძველ ახოს...
შეხედე და ისე გაოცდი,
თითქოსდა ტყე სულ არ გენახოს...