Litclub.ge

დაშვებული ფარდები
დაშვებული ფარდები,
დაკარგული წლები, _
არა, არ გიჯავრდები,
დედას გეფიცები!
დაბინდული ნისლები,
დამსხვრეული ფრთები, _
არა, არ მესიზმრები,
აღარც მელანდები...
ჩამქრალი კელაპტრები,
ხავსიანი ქვები, _
აღარ მომენატრები,
აღარც მეყვარები.
დასეტყვილი ვენახი,
დაწყვეტილი გზები...
არა, მე არ გეძახი,
დედას გეფიცები!