Litclub.ge

საბა ორბელიანის გახსენება დავით აღმაშენებლის საფლავთან გელათში
დავითი... მზე და მიწა ქართული
ჟამით და ხმალით ამრავალწილა,
და სამშობლოსთვის შუბშემართული
იქცა ქართული მიწის ნაწილად.
საბამ კი, საბამ... მღვრიე ქარ-წვიმით
გზაც დაიქცა და ჟამიც დაიქცა...
ვერ აისრულა ბოლო წადილიც
და ქართულ მიწად ვერ გადაიქცა.