Litclub.ge

მთები
მაოცებს მთები – დაჯანღებული
და ცაში მათი ღამის თევანი...
მთა არის მიწა აჯანყებული –
დედამიწაზე დაუტევარი!..