Litclub.ge

სიყვარულმა დამტოვა
სიყვარულმა დამტოვა,
სხვისკენ შეიფრთხიალა,
ახლა ისევ მარტო ვარ,
გულს აკვნესებს იარა.
ამეშალა ნერვები,
აშლილია გიტარა...
ასე იცის ყველაფრის
გულთან ახლოს მიტანამ.