Litclub.ge

ქალო ქალწულო
ღამე დავეხეტები, ღობე-ყორეს ვედები,
მელანდება მტრედები და გედები,
სადღეგრძელოს შენსას ვსვამ,
შენზე კარგი ვინა მყავს,
სულ არ ჰგავხარ, მშვენიერო, სხვას.
ქალო ქალწულო, გულო და სულო,
მეშინია არ გაფრინდე, ფრთებგამოსხმულო.
წამწამების ჩერო გაქვს,
დალალები შენ რომ გაქვს,
ვენაცვალე ლერწამივით ტანს,
ქუჩაში რომ დადიხარ, მარტო ჩემი დარდი ხარ,
სიცოცხლე და გულის დარდი ხარ.
ქალწულ ასულო, გულო და სულო,
მეშინია არ გაფრინდე, ფრთებგამოსხმულო.