Litclub.ge

მძიმე ტვირთი
შემოდგომის ჟამის ტრფობა,
ნაღვლიანი, არსახარი,
გულში მალვით შევინახე,
პირველივით ჩავიკარი,
პირველივით ავიტაცე,
პირველივით ვალიცლიცე,
პირველივით გავაღმერთე,
პირველივით დავიფიცე.
როს დავრწმუნდი ბოლოც არის,
ბოლოსავით დავიტირე,
ბოლოსავით გავაცილე,
ღრმა წყვდიადში ჩავიძირე...
შემოდგომის ჟამის ტრფობა
პირველ ტრფობას შევადარე,
უკანასკნელს გავუტოლე,
მძიმე ტვირთად დავატარებ.