Litclub.ge

*** "მე მხოლოდ მხატვარს გადავეფარე"
მე მხოლოდ მხატვარს გადავეფარე,
მეტი არ მქონდა არც დრო, არც ძალა,
რომ სული ეშმაკს არ მოეპარა,
კეთილი ბოროტს არ დაეძალა.
რის ფასად შესძელ? – მავანი მკითხავს,
ვეტყვი: დიდია სიკეთის ფასი, –
ოთხი წელია ვაპურებ ვირთხებს,
ოთხი წელია მაპურებს ფარსი.