Litclub.ge

მონატრება
შავი ღრუბლების მიემსხვრა ხიდი
მთას, და გაშავდა ბედის ყელი და,
წაკიდებია მღვრიე ზღვას ბინდი,
კვნესის ხმა ისმის სევდის ველიდან.
ცივდება სისხლის ხეთა ხელები,
იბანს ლურჯ სხეულს ქართან ტალღები,
მიაქვს სიცივე ღმერთთან ხველებით
და ლოცვა, რწმენის კართა გამღები.
ღრუბელი ღრინავს ლოთი ძაღლივით,
სოფლის ბოლოში ღამე ნათრევი.
მთვარე კი ცაზე მოდის დაღლილი,
... შენ ღიმილს ვუცდი და მენატრები.