Litclub.ge

შემოღამება მთებში
ლეკური ნაბდით შემოდის ღამე,
მიირწევიან ნისლები ხევში,
სუნთქვა შეეკრათ პირღია ხრამებს,
კლდეთა მკლავებში მდინარე ხვნეშის,
სადღაც ჩანჩქერთა ჩამოჰკრეს თარებს,
მდუმარე ქედებს დუმილი ეცვათ.
მთამ მოიქნია ფერმკრთალი მთვარე
და ლავაშივით გააკრა ზეცას.