Litclub.ge

თანდათანობით
ისე დავმძიმდი,ლამის გულით ჩამოვეკიდო
საკუთარ სხეულს,
ეს სიმძიმე მიწას მომწყვიტავს,
ზეცას ქვაღორღი დაუყრია, რომ ვერ ვოცნებობ,
გადამწლეული სხეულიდან,
სულის მოჭრამდე
მზეს მოისრვრიან მთის გადაღმა 
წვიმის ისრებით,
თანდათანობით 
ნისლის ხილაბანდს ააკრავენ  ცას
თვალებზე, სადღაც სნაიპერი- დრო, 
ცოდვებს მესვრის,
როცა აღმართზე ავდივარ და ვეცემი დაბლა.
თანდათანობით ვიწროვდება  მზერა ხედვის დროს,
თანდათანობით ფინიშდება ყელში გორგალი,
თანდათანობით დაედება ცოდვებს ყადაღა,
ღმერთი იქაა,მე კი თვალი აქვე მოვკარი…
გუშინ თუ... როდის? 
ალბათ აქვე წარსულთან  იყო,
(ახლა კი შენი ჯერი დადგა აწმყო რომ  გქვია)
თანდათანობით დაღამდება, უფრო და უფრო,
წლებს საფეთქელთან გადატენილს  
მესვრის ( რაც ჰქვია)-
დრო, გამოჰკრავს წამს, 
აცდენებს კი არ ვართ, სნაიპერ,
შენ,ჩემო,თავო,მომიტანე რამე უწყება,
რომ მოვკვდი უკვე და არ ვიცი,
მოვკვდი უშენოდ?!..
თუ ცოცხალი ვარ და სხეული თვითონ ფუჭდება?!
ვერ ვგრძნობს სულის სვლას,
ვერც სუნს აქვე სიკვდილის გავლის,
მოდი და დროზე მომაბჯინე 
ნერვები შუბლთან,
ისე მომკალი, ყველა ნერვით დაცალე ჯერი,
ჰო,შენ,სნაიპერ, აღასრულე...
ინანო თუნდაც...