Litclub.ge

შენი პოეტი ცოლი
შენი, პოეტი ცოლის,აშლილ ლოგინზე წევხარ,
მიწა ცხელია,თითქოს მზე ჩამოკიდეს ხეზე,
ეგ შეჭმუხნული შუბლი,თვალში რამდენჯერ მეცა,
იმდენი ღრუბლის ონკანს შენთვის მოვუშვებ, 
მენდე.
შენი პოეტი ცოლი, გიყვარს შენს თავზე მეტად,
ერთი მტკაველი სითბოს აღება როცა იცის
მაგ ნაკვთებიდან კოცნად, 
აბა, მეტი რა გინდა?!
რა ცოტა ჰყოფნის,
ფიქრობ,
კაცს ბედნიერებისთვის.
იქნებ ეწყინოს კიდეც,კარებთან მოსულ რიჟრაჟს,
მზერაგახსნილი ვნებით უკან რომ გააბრუნებ,
შენი პოეტი ცოლის ყველა ნაოჭსაც ხედავ,
თანაც არაფრად აგდებ, აკრობატ დროის  ბრუნვებს...
დღეს დაქანაბულ ცრემლებს, ყელი ''ჟოლოპად'' რომ აქვს,
ისე სავსეა ახლა, გულიდან წვეთას იწყებს,
აბა,მეტი რა გინდა?! ლექსი სულს რომ ესობა,
შენი პოეტი ცოლის...ხეზე გამოსულ წიწვებს,
როგორ ჩამოჰგავს ყველა,ემოციების ტონით,
როგორც ყოველთვის ახლაც, გინდა ჩვენს თავზე ვწერო,
წვიმა ჩამოხმა აქ და ქარმა შეფუთა წონით,
გადაიხრება ცაზე ყველა მზის სხივის ღერო.

ჩამოღამდება ისევ,უშენობაზე გავლით...