Litclub.ge

მხარი ხარს
არ ვგვანებივარ კანტს და ციცერონს,
არც მიცხოვრია ბრიყვად.
ჩემი სიცოცხლით დავამტკიცე, რომ
ადამიანი მიყვარს.
როცა ეკრანზე ტორეადორი,
წაქეზებული ქებით,
მიწაზე გდია ნათრევ-ნატორი
და დაჯგვლემილი რქებით,
ჩამტვრეულია კაცის ნეკნები,
სისხლი სდის ხარის გავას, _
როგორც პოეტი, მთელი შეგნებით
ხარის მხარეზე ვდგავარ.