Litclub.ge

დარდი ვაგზლების
ჩვენ შარაბანით მივქროდით გზაზე,
ვამბობდი,-კვდება გული უდამოდ ,
თქვენ ჩემს დღიურში ჩასწერეთ ასე:
მცივა ,მშვიდობით ,ო, სამუდამოდ!
დამასაჩუქრე ტყის კავალერი 
ლურჯ პეიზაჟით ცივი თვალების,
ახლა მაწვალებს სივრცე ქალური
და შემოხვედრა ყრუ ვაგზალების.
სად არის ფრთები,რომ ავცდე ბორკილს...
ქება ეროსებს,ღრმერთებს ფრთიანებს.
რა ეშველება ამ ,,მაქსიმ გორკის”,
ყველას მაშორებს და მაგვიანებს.
ვხედავ ციფერბლატს – საათის შვიდზე 
ჩვენ გველოდება პატარა ხიდი.
გადავდგებოდით გაფრენილ ხიდზე
და გვიტაცებდა შორს მაინ რიდი.
სასახლე,ბაღი და ტყე შერევის ,
დაღუპულ პრინცის მოჩვენებები.
თქვენ – დედოფალი ორანჟერეის -
პანის ყვავილებს კრფეფდით ვნებებით.
ზმანებაშია ეს ყველაფერი...
ახლა ვაგზლები მაწვალებს გრძელი,
და მენატრება ჭლექით ნაფერი 
შეყვარებული ქალწულის ხელი.

1920 აბასთუმანი-ქუთაისი