Litclub.ge

სულის ლეგენდა

I

მზე მოდიოდა...
სხივს მოჰქონდა შვება დილისა,
განცდა ღვთაების, სულის რწმენა სიყმაწვილისა.
შვენოდა ყვავილს მკერდის რხევა მიცვარულისა
და გულს უმანკოს ზეიმობა სიყვარულისა!
 

II


მზე ჩადიოდა...
თან მიჰქონდა დღე წუთ ლეული!
და სიხარულის საოცნებო კოშკი მსხვრეული!
იდუმალთ მდელოს ეხვეოდა მწუხრი სნეული,
ღამის ლანდებში ინთქმებოდა სვე კურთხეული.
 


III

 

მთვარე მნათობდა...
საოცნებოდ იწვევდა მწარ სულს...
და აგონებდა განვლილ დღეთა ორჭოფულ წარსულს.
სამზისიეროს ცის მნათობნი თინათინებდნენ
და ჩანგის სიმნი ქვითინებდნენ და ქვითინებდნენ!